Wednesday, December 27, 2006

პაოლო იაშვილი...

პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,
ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი,
რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთხოვენი მხოლოდ ყრუ არი
და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი.

ვფიქრობ ლექსებით ჩქარი და ხან გველივით ზანტი,
მაგრამ ყოველთვის მიხარია ცეცხლის ანთება,
ჩემი ოცნების ნაპერწკლები ხალხს გადვუფანტე,
და უკვდავება ცივ ხელებით მე მელანდება.

No comments: