Wednesday, April 18, 2007

Novel of my dearest friend...

რამოდენიმე ამონარიდი:

"ხოლო ჭეშმარიტი სიყვარული კი ღმერთია, _ განაგრძობდა კამბისს, - და ვინაიდან ღმერთი მოძრაობაა, სიყვარულიც ასევე, და აი, რატომაა ყოველი მისი მოძრაობა მისებრ გაუგებარი, მისებრ უძირო და გონებით შეუცნობადი. ამიტომაც როდიაო იგი ყოველთვის სიხარულით, სიცილით და მზით სავსე.
_ სიყვარული უფრო ის ნაკადულია, რომელიც ჯერ ყვავილების და კენჭებისგან გაკეთებულ სარეცელზე მიჩრიალებს, შემდეგ ის თავის ბუნებას და სახეს იცვლის. ჯერ მდინარედ, ღელედ იქცევა, ხოლო საბოლოოდ კი უსაზღვრო ოკეანეს ერთვის, სადაც უსრულო ჭკუის ადამიანები ხშირად მოწყენილობას და ერთფეროვნებას ხედავენ, გაქცევას ცდილობენ, ხოლო დიდი სულის ადამიანები დაუსრულებელ ჭვრეტაში ეფლობიან. მამაკაცებს კი, რომლებიც ქალში მხოლოდ ქალს ხედავენ, ყოველ საღამოს შეუძლიათ ჰარამხანის საკადრისი ჰეტერები იყიდონ და იაფფასიანი სიხარული იგემონ. მე კი ამაზე უარს ვამბობ და თუმცა ღირსებას არვის შევალახინებ, არც ჩემს სიყვარულს შეველევი ესე იოლად."

***
"– მე შენ მიყვარდი,.. მიყვარდი მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე, ვიდრე ყველა მიზეზი და მიზანი მიწიერი თუ ზეციერი ცხოვრების. მიყვარდა ყველაფერი შენში.... კარგიც და ცუდიც, სათნოც და მუხანათიც, - აღტაცება შენი და საყვარელი დაღლილობაც შენი. მინდოდა ყოფილიყო მუდამ მზე შენს ზემოთ, შენთან და შენში, მინდოდა, გაეთბე მას და მოეცა სიხარული დაუსაბამო, ისევე, როგორც ფიქრები შენზე აღმავსებდნენ მე ნეტარებით და ღვთიური ძალით. მადლობა უფალს, რომ შენ იყავი,.. და მე არაფერს ვნანობ, არც არაფერს გთხოვ. იყავი ბედნიერი და იცოცხლე დიდხანს! ყველა იმ კეთილი გულის სახელით, ვინც ღირსი იყო და ვერ იცხოვრა, უყვარდა და ვერ შეიცნო მისი საზღაური. ერთი გახსოვდეს- სიყვარულია და მისი გაცემა მთავარი ამ ქვეყანაზე! ..."

მთლიანი ნოველა იხილეთ აქ

No comments: